ბალნეოლოგიური კურორტი

წყალტუბოს შესახებ

წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. იგი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, ქუთაისიდან 7 კმ-ით არის დაშორებული, თბილისიდან – 250 კმ-ით, ხოლო შავი ზღვიდან – 70 კმ-ით, იგი ზღვის დონიდან 95-120 მ-ზე მდებარეობს. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო – იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან. აქ მოჰყავთ ადამიანები, რომლებიც  იმდენად არიან შეპყრობილი დაავადებებით, რომ დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლიათ. გაივლიან თუ არა სამკურნალო კურსს, რომელიც 25-30 აბაზანისგან შესდგება, მათ ავიწყდებათ რომ წყალტუბოში საკაცით ჩამოიყვანეს.

წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს “უკვდავების წყარო”. ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზემოქმედება ცნობილია უხსოვარი დროიდან. დღეისათვის კი თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანადგარები გვაძლევს მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ამაღლების საშუალებას.

სასტუმროები წყალტუბოში

კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, (ანუ მინერალური წყალი პროცედურის დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.

კურორტ წყალტუბოს ძირითად სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს რადონული მინერალური წყალი. მინერალური წყლის დებიტი, წლის პერიოდებიდან გამომდინარე, მერყეობს და შეადგენს 13-15 მილიონ ლიტრს 24 საათში (დღე-ღამეში). წყლის ბუნებრივი ტემპერატურა (+33-35oC) მისი წინასწარი შეთბობის გარეშე გამოყენების საშუალებას იძლევა. წყალი აბაზანებში პირდაპირ წყაროებიდან შემოედინება თვითდინებით, ტუმბოების გამოყენების გარეშე. მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, შემადგენლობით არ არის აგრესიული. შესაბამისად, დამსვენებელთა ასაკიც შეუზღუდავია (4 წლიდან ხანდაზმულების ჩათვლით).

წყალტუბოს მინერალური წყლით მკურნალობის პირდაპირი ჩვენებაა გარკვეული პროფესიული დაავადებების მქონე პირთა მკურნალობა-რეაბილიტაცია: სპორტსმენების, მოცეკვავეების, მფრინავების, კოსმონავტების, მეზღვაურების, მენავთობეების, მეშახტეების, სამხედრო მოსამსახურეების, სპეცსამსახურების თანამშრომლების და ა.შ. აღნიშნული პოფესიების ცნობილი სახეები, საკმაო რაოდენობით ისვენებდნენ გასულ საუკუნეში კურორტ წყალტუბოში.

კურორტზე აღმოჩენილ იქნა კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი – კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი (განსაკუთრებით კი “თეთრი მღვიმის” მიკროკლიმატი) წარმატებით გამოიყენება სპელეოთერაპიაში ჰიპერტონული დაავადების, ბრონქული ასთმისა და ნევროზების სამკურნალოდ. (ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები გამოქვაბულის კეთილმოსაწყობად.)

დაგეგმე საუკეთესო დასვენება წყალტუბოში დღეს

დაგვიკავშირდით

Yeezy Yeezy Slides Adidas Yeezy Yeezy Yeezy Supply Adidas Yeezy