დაავადებათა სია, რომელსაც წყალტუბოში მკურნალობენ, ვრცელია. მათ შორის არის:

171383გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, გულის შეძენილი მანკები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება და სხვა;

შარდსასქესო სისტემის დაავადებები – ქრონიკული პიელონეფრიტი რემისიის ფაზაში, ქრონიკული ნეფრიტი, ცისტიტი არატუბერკულოზური წარმოშობის, ქრონიკული პროსტატიტი;

გინეკოლოგიური დაავადებები;

ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: რევმატოიდული პოლიართრიტი, ინფექციური პოლიართრიტი პროცესის აქტივობის ნიშნების გარეშე, ზრდასრულთა ხერხემლის ოსტეოქონდროზი, მაანკილოზებელი სპონდილოართროზი, ხერხემალში მოძრაობის გამოხატული დარღვევების გარეშე, სპონდილიტი და ინფექციური წარმოშობის (არატუბერკულოზური) ოსტეოქონდროზი პაციენტის თვითგადაადგილების უნარით, მიოზიტი, პერიართრიტი, სახსრების კონტრაქტურები;

ნერვული სისტემის დაავადებები, ენდოკრინული სიმსუქნე, ალიმენტური სიმსუქნე, რევმატიზმი, პოლიომიელიტი, ცერებრალური დამბლები და სხვა.

ჰიპერტონული დაავადების, სტენოკარდიის, ქრონიკული პნევმონიის, ბრონქული ასთმისა და ნევროზების სამნკურნალოდ წარმატებით გამოიყენება ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი _ კარსტული მღვიმეები, მათი მიკროკლიმატი (განსაკუთრებით კი “თეთრი მღვიმის” მიკროკლიმატი).